ვაზიანში სამხედრო აეროდრომი აშენდება

ვაზიანში სამხედრო აეროდრომი აშენდება, – ამ ინიციატივის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურმა, გენერალმა სტივენ ლაიენსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან შეხვედრისას ისაუბრა.

ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო აეროდრომის მშენებლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წარდგენილი ინიციატივის – ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბრის ძირითად თემას აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი ამბიციური პროექტის – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებაც წარმოადგენდა.

აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდალს დღეს პრემიერმაც უმასპინძლა.