ვაზაგაშვილის საქმე

ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. უზენაესმა სასამართლომ კორტების საქმეში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

დაცვის და ბრალდების მხარეები ახლა იმ არგუმენტებს ელოდებიან, რის საფუძველზეც სასამართლომ 2006 წლის ორ მაისს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კორტებთან ჩატარებული სპეც-ოპერაციის გამო მსჯავრდებული ექს-ძალოვნების საკასაციო საჩივარი წარმოებაშიც კი არ მიიღო.

სპეც-ოპერაციის დროს მოკლული ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მაშინდელმა ხელისუფლებამ შეიარაღებულ დამნაშავებაად გამოაცხადა, რეზონანსული საქმის ძიება კი ისე დასრულდა, რომ არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. თუმცა ხელახალმა გამოძიებამ 12 წლის წინ გავრცელებული ოფიციალური ვერსია რადიკალურად შეცვალა.

დატოვე კომენტარი