„ვაზაგაშვილები: ბრალდების საზღაური“

გამოძიება უკვე დამთავრებული გვქონდა, როცა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

ჩვენი გამოძიებით დასტურდება, რომ მკვლელობაში მართლაც არიან გარეული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.

სოსანაშვილი მარტო არ მოქმედებდა. ბრალდებული რამდენიმე სხვა მეგობარ პოლიციელთან ერთად, იმ დღეს მელაძის დედის დაკრძალვაზე იყო.

იური ვაზაგაშვილსაც იცნობდა. ერთმანეთს ეზოში შეხვდნენ და მიესალმნენ. უკანასკნელი ინფორმაციით, გიორგი სოსანაშვილი იმ ღამეს ყარაფილაში ნათესავებს სტუმრობდა.

მასალა წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ამ ოფიციალური გვერდის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.