კასპის რაიონიდან ორი პირია გატაცებული

კასპის რაიონიდან ორი პირია გატაცებული. საქართველოს მოქალაქეები რუსმა სამხედროებმა სოფელ ყარაფილასთან აიყვანეს. ინფორმაციას მათი დაკავების შესახებ ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ცნობით, მათი დაკავება ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მოხდა. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

დატოვე კომენტარი