ვატიკანში კათოლიკეების საშობაო მესას 10 000-მდე ადამიანი დაესწრო

ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში კათოლიკეების საშობაო მესას 10 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

ათასობით კათოლიკე იყო შეკრებილი ბაზილიკის გარეთ მოედანზე. პაპად არჩევის შემდეგ, ეს ფრანცისკე პირველის მეხუთე საშობაო მესაა. საშობაო ლიტურგიის დროს რომის პაპმა მიგრანტების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და ისინი იოსებსა და მარიამს შეადარა, რომელთაც ბეთლემში დასარჩენი ადგილი არ ჰქონდათ. პონტიფიკოსის თქმით, რწმენა უცხოელების მიმართ თბილ დამოკიდებულებას ითხოვს.

რომის პაპმა ახალი სოციალური წარმოსახვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ სივრცეში არავინ უნდა იგრძნოს, რომ დედამიწაზე მათი ადგილი არაა. ფრანცისკე პირველ დღეს ტრადიციულად კათოლიკეებს და მსოფლიოს წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მიმართვას.

კათოლიკურ ეკლესიას მსოფლიო მასშტაბით 1.2 მილიარდი მიმდევარი ჰყავს.