ვასო აბაშიძის თეატრის მსახიობთა ნაწილის გადაწყვეტილება

12:22, 21.02.2026
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი მსახიობებმა კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა დატოვეს. აღნიშნულის შესახებ ისინი „ფეისბუქზე“ წერენ. მათ სოციალურ ქსელში გადაწყვეტილების შესახებ იდენტური ტექსტი გამოაქვეყნეს.
„დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი“. დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ,“ – წერენ მსახიობები.

მსგავსი