ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.
შესაბამისი განცხადებით მან უკვე მიმართა არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. ვასილ მაღლაფერიძის მიერ პოსტის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ, მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს.