ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 140 წელი
კამერა, რომელიც თითქმის საუკუნის წინ ჩაირთო და ქართული კინემატოგრაფიის ისტორია დაწერა.
ჩვენი ქვეყნის რეალობის ასახვა – მოძრავი გამოსახულებით სწორედ ვასილ ამაშუკელის სახელს უკავშირდება. ისტორიული მოვლენები, საზოგადოებრივი ცხოვრება და კულტურული გარემო, მეოცე საუკუნის დასაწყისს აცოცხლებს და დღეს ეროვნული მემკვიდრეობაა. სწორედ მის მიერაა გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი, „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში.“ კინორეჟისორისა და ოპერატორის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა.
როგორ იქმნებოდა ქართული კინოს პირველი ქრონიკები, – ანუკი მასხარაშვილი და ზაზა შუკვანი ვასილ ამაშუკელის მშობლიურ ქუთაისს სტუმრობდნენ.