ვაშნარის ნაქალაქარი ოზურგეთში

21:40, 19.10.2025

ციხე-ქალაქი და სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტეში IV-VIII საუკუნეებში არსებობდა და მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, ამას არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს. საუბარია ვაშნარის ნაქალაქარზე, სადაც გათხრები ახლაც გრძელდება. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და კვლევით პროცესში არქეოლოგები, მეცნიერები, სტუდენტები და ადგილობრივები არიან ჩართულები. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მოხდება ნაქალაქარის სრული კონსერვაცია, გადაიქცევა ღია მუზეუმად და ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ლოკაცია გახდება.

თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი ოზურგეთიდან.

მსგავსი