ვაშლის სუბსიდირების პროგრამა

ყურძნის შემდეგ სახელმწიფო ვაშლის სუბსიდირებასაც აპირებს.

წელს, პროდუქციის განსაკუთრებით დიდ მოსავალს ელოდებიან, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საგრძნობლად შემცირდა. სწორედ ამ გარემოების გამო გადაწყვიტა მთავრობამ სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება. ყველა ის კომპანია, რომელიც გლეხებისგან მინიმუმ ერთ კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს 22 თეთრად ჩაიბარებს, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 10 თეთრს მიიღებს.