ვაშლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის

ვაშლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის.

ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესის გაცნობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით ახალი, თანამედროვე სტანდარტის  მრავალწლიანი ბაღების გაშენება მიმდინარეობს.

პროექტის „დანერგე   მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ვაშლის ახალი ბაღების გაშენება 869 ჰექტარზეა დაფინანსებული.