ვაშლის მოსავალი შიდა ქართლში
შიდა ქართლში ვაშლის რთველი აქტიურ ფაზაშია, ფერმერები მოსავალს აბინავებენ, თუმცა წელსაც მთავარ გამოწვევებად მაღალი ხარისხის პროდუქციის მოყვანა და მისი შემდგომი რეალიზაცია რჩება. იმის გამო, რომ ამ რეგიონში ბაღები სულ უფრო მეტ ფართობზე შენდება, იცვლება ბაზრის წესებიც, ახალი ჯიშების პოპულარიზაცია კი, ტრადიციული ქართული ვაშლის მოსავალს თანდათან ამცირებს. არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის უკვე მოქმედებს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის გორში სპეციალური შტაბი მუშაობს.
ნინო ფისაძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები