ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარე შენობაში დევნილები შეიჭრნენ

ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარე შენობაში დევნილები, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ. ისინი აცხადებენ, რომ საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ და შენობას არ დატოვებენ. მათი თქმით, ოთხსართულიან შენობაში 60-მდე ოჯახი შევიდა. მათივე განცხადებით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია  და ამ წუთებში შენობაში შეჭრილ ოჯახებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.