ვაშინგტონის ულტიმატუმი მოსკოვს

ვაშინგტონი მოსკოვს ულტიმატუმს უყენებს.

აშშ 31 წლის წინ მიღწეული შეთანხმებდან შესაძლოა გავიდეს. საუბარია რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის მიერ 1987 წელს გაფორმებულ „საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შეთანხმებაზე,“ რომლის  შედეგად ორმა ზესახელმწიფომ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა აიღო.

ახლა ამერიკული მხარე რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებს, ნატო კი მსოფლიოს აფრთხილებს, ხელშეკრულების გარეშე ცხოვრებისთვის მოემზადოს.