ვაშინგტონის პოზიცია – სანქციები ირანისათვის
ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს. განაცხადა შტატების სახაზინო მდივანმა. სკოტ ბესენტის თქმით, ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროებას შეამცირებს. ბესენტი ასევე მოუწოდებს მოკავშირეებს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღონ. რაც შეეხება ირანთან ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებს და პეკინის მიმართ შესაძლო ზომებს, ბესენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი პირისპირ სჯობს.
სკოტ ბესენტის ამ განცხადების შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი 2%-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 93.34 დოლარს აღწევს. შეერთებულ შტატებში კი 86.39 დოლარია საწვავის ფასი. მედიის ცნობით, ნავთობის გაძვირებას ხელი ასევე შეუწყო არაბთა გაერთიანებული საამიროების გადაწყვეტილებამ, შეაჩეროს ირანთან სავაჭრო და ფინანსური ტრანზაქციები.