ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება – პრემიერის გამოხმაურება
ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტის შესახებ ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ სახელმწიფო აბსოლუტურად მართალი იყო. მისი თქმით, მთავრობამ მათ ყველა საჭირო პირობა შეუქმნა, მათ შორის კონსტიტუციაშიც შეიტანა კონკრეტული ჩანაწერი. კობახიძის განცხადებით, ინვესტორის მოძიების ნაცვლად, ხაზარაძე-ჯაფარიძემ სახელმწიფოსთან დავა დაიწყეს და ხალხის ფულის მითვისება სცადეს.