ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საქმეზე ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება კვლავ შეფასებების თემაა. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში არბიტრაჟის გადაწყვეტილების შემდეგაც, ანაკლიის მასშტაბური პროექტის მიზანმიმართულ შეფერხებას და პორტის აშენების გაჩერებაში ბრალს ხელისუფლებას სდებენ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მთავრობას ანაკლიის კონსორციუმისთვის ხელი არ შეუშლია და საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.