„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საზოგადოებას გიორგი ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმა გააცნო. პაატა მანჯგალაძემ დეტალურად ისაუბრა გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომელიც ვაშაძემ ციხიდან გაავრცელა და რომელზეც მასთან ერთად ზურა გირჩი ჯაფარიძე მუშაობდა. 8-პუნქტიანი გეგმის ძირითადი პათოსი პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო ბრენდის ქვეშ ერთობაა. 8-პუნქტიან გეგმაში შედის ასევე საერთო ეროვნული შეკრების ორგანიზება, მათ შორის, შესაძლოა, ეს თარიღი სწორედ 4 ოქტომბერი იყოს, მოთხოვნები კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებაა.