ვაშაძის PR-ტექნოლოგის განცხადება

პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგის სტატიამ მმართველი გუნდი დესტაბილიზაციის გეგმის არსებობაში დაარწმუნა.

საქმე ეხება ვიტალი შკლიაროვის მიერ „ეხო მასკვის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ პუბლიკაციას, სადაც ის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს მიმოიხილავს და სამომავლო პერსპექტივებზეც წერს.

შკლიაროვი არ გამორიცხავს, რომ დეკემბერში საქართველოში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს.

სტატიაში ნახსენებია სიტყვა რევოლუციაც. სწორედ ეს ნაწილი გახდა ქართულ პოლიტიკურ წრეებში დავის საგანი.

ხელისუფლება და ოპოზიცია რუსი პიარტექნოლოგის გზავნილს სხვადასხვანაირად კითხულობს.