ვაშაძის განცხადება

გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია’’ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

საკითხი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ეხება, რომლის მიხედვითაც არნიშნული უწყება ტელევიზიებს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სარეკლამო რგოლის საეთერო ბადიდან ამოღებას სთხოვს. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლების მიღებულია და კომისიის მოთხოვნა უსაფუძვლოა. პარტია საკითხზე ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გეგმავს.  კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მიიჩნევს, რომ პარტიის მიერ მომზადებული ვიდეორგოლები შეურაცხმყოფელი და უხეში გამონათქვამების შემცველია.