ახალციხის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ვარლამ წიკლაური ფერსის, გიორგიწმინდისა და მუგარეთის მცხოვრებლებს შეხვდა. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის საჭიროებებს, გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს. წიკლაურმა ადგილობრივებს მოუსმინა და მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას დაჰპირდა.