ვარლამ ჩერქზიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა

ორბელიანების სასახლეში ვარლამ ჩერქზიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა არ იქნება ერთდღიანი, ის გასცდება დედაქალაქს და გავა რეგიონებში. გამოფენის გახსნისას სიტყვით გამოვიდნენ ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, მეცნიერი და მკვლევარი გოჩა ფერაძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს ვარლამ ჩერქეზიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემული საფოსტო მარკა უსახსოვრა.