ვარკეთილში სამართალდამცველთა ოპერაცია გრძელდება

ვარკეთილში სამართალდამცველების ოპერაცია მიმდინარეობს.

ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტებით, მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. გრძელდება მოლაპარაკებები მამაკაცთან, რომელიც საკუთარ სახლშია ჩაკეტილი და უმისამრთოდ ისვრის. მისი ოჯახის წევრები და მეზობლები ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილზე უკვე გაიყვანეს.

ვაკო ორმოცაძე მუშაობს შემთხვევის ადგილზე.