ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსი აშენდება

ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

პროექტის მიხედვით, საფეხბურთო კომპლექსი, რომელიც ვარკეთილი 3-ის IV მიკრორაიონში შენდება, მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხელოვნურსაფარიან მოედანს, 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით იქნება აღჭურვილი, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით.

საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს დედაქალაქის მერი, მოადგილესთან, რაიონის დეპუტატებთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად გაეცნო.