ვარკეთილში მოქალაქის მანქანა დაიწვა

„ანას ბაღის“ სიახლოვეს, ვარკეთილის მეორე მიკრო რაიონში, ერთი-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა დაიწვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილი წლებია კორპუსის მიმდებარედ დგას. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

დატოვე კომენტარი