ვარკეთილი 3-ის III მიკრორაიონს ხვალ, დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

დღეს, საღამოს 21:00 საათიდან ხვალ, დილის 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3 -ის III მიკრორაიონს.

მიზეზი მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლის აუცილებლობაა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილი 3-ის წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა.

პროექტის ფარგლებში კომპანიამ ვარკეთილი 3-ში, წყალმომარაგების  ქსელის 3 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთი სრულად შეცვალა.