ვარძიის გადარჩენილი ფრესკები

ჩვენს შემდეგ რეპორტაჟში თქვენ პირველად ნახავთ თამარ მეფის აღდგენილ გამოსახულებას, რომელიც ერთი წლის წინ ვარძიაში გაჩენილმა ხანძარმა საგრძნობლად დააზიანა. კედლის უნიკალური მხატვრობის ჭვარტლისგან გაწმენდის პარალელურად, კლდეში ნაკვეთ ქალაქში კლდის გამაგრების მასშტაბური სამუშაო მიმდინარეობს. ახლა ვარძიაში გამოცდილი ალპინისტები იმყოფებიან, რომლებიც ისტორიული ძეგლის გადარჩენას სპეციფიკური მეთოდებით ცდილობენ. სპეციალისტების ჩასვლამდე და გამაგრებითი სამუშაოების დაწყებამდე ძეგლიდან ქვათა ცვენა სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა.

ლიზა ციციშვილის და ოთარ ჯორჯიაშვილი რეპორტაჟი ვარძიიდან.