„ვარდისფერი სათვალე“

„ვარდისფერი სათვალე“ – საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თანამედროვე განათლების აკადემიაში გაიმართა.

ღონისძიებაზე აკადემიის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიების მიზანია აკადემიელების აქტიური ჩართულობით, მათში ემპათიისა და გაზიარების უნარების ჩამოყალიბება, ასევე ფინანსური მხარდაჭერის გაწევა საქართველოში არსებული ფონდებისთვის. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, წლევანდელი გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ბენეფიციარს გადაეცემა.