„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ღონისძიებების ციკლი 

18:40, 02.10.2026

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ღონისძიებები იმართება ქვეყნის მასშტაბით.

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ყოველწლიურ, საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. დილიდან უფასო გამოკვლევები 40-დან 70 წლის ასაკის ქალბატონებმა ჩაიტარეს. ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა გურიაშიც. შეხვედრაზე ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, პრევენციასა და დაავადების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობა ისაუბრეს.

მსგავსი