„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ცოცხალი ჯაჭვი თბილისში

15:24, 01.10.2026

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს წევრებთან, ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს”, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა თავისუფლების მოედანზე ცოცხალ ჯაჭვში, რომელიც სიმბოლურად ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურება. მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. ამ თვეს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს და მას „ვარდისფერ ოქტომბერს” უწოდებს.

მსგავსი