„ვარდისფერი ოქტომბერი“
ძუძუს კიბოს გვიან სტადიაზე გამოვლენის სტატისტიკა კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
ექიმები დროული დიაგნოსტირების და სკრინინგის გავლის დაბალ მაჩვენებელს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებენ. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ, მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად არაერთი საინფორმაციო კამპანიის ჩატარების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიუხედავად, მიმართვიანობა სათანადო ტემპებით არ იზრდება. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა რეგიონებში. იგეგმება თუ არა დიაგნოსტირების მაჩვენებლის გასაზრდელად წამახალისებელი აქტივობები – ეს ახლა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის დისკუსიის საგანია. ამ და სხვა თემებს მიმდინარე თვეში განიხილავენ.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა.