„ვარდისფერი ოქტომბერი“

ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში აქცია- მსვლელობა გაიმართა „თავისუფლების მოედანზე“.

ღონისძიება „ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზებით მოეწყო. მონაწილეებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს კიბოს სკრინინგის და რეგულარული თვითშემოწმების აუცილებლობა და აღნიშნეს, რომ ნაადრევი დიაგნოსტირებით ძუძუს კიბოს დამარცხება შესაძლებელია. აქციის მონაწილეებმა მსვლელობის ბოლოს სიმბოლურად ჰაერში ვარდისფერი ბუშტები გაუშვეს.