„ვარდისფერი ოქტომბერი“
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ქალთა ჯანმრთელობის მხარდასაჭერი ღონისძიებები გრძელდება. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა გორში. შეხვედრა გორის უნივერსიტეტში შედგა და მას 300-მდე ქალბატონი ესწრებოდა. შეხვედრის მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, დაავადების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმა და პრევენციული გამოკვლევების აუცილებლობის შესახებ ქალთა ინფორმირებულობის გაზრდა.