„ვარდისფერი ოქტომბერი“
„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის მიზნით, ღონისძიება გაიმართა ოზურგეთში. შეხვედრას, რომლის მთავარი გზავნილია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, მმართველი პარტიის დეპუტატი ქალები დაესწრნენ. ყურადღება გამახვილდა ძუძუს კიბოს რისკ-ფაქტორებზე, პრევენციასა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. აღნიშნული შეხვედრები „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.