ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა

12:11, 23.01.2022

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდება. პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა, ეპიდემიოლოგებთან ერთად სოფელ გლოლის მოსახლეობას გააცნო. ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

მსგავსი