ვაქცინაციის შენელებული ტემპი

მოწოდებების მიუხედავად, ვაქცინაციის მაჩვენებელი ყოველდღე იკლებს.

თუ დღეს არსებული ტემპი შენარჩუნდება, წლის ბოლოსთვის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრის გეგმა ვერ შესრულდება. იმისთვის, რომ მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის ნაკლებად მძიმე იყოს, ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს, განსაკუთრებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფებს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ აცრილებს შორის ყველაზე დაბალი წილი სწორედ 60 წელს ზემოთ პირებზე მოდის. ხელისუფლებას ჯერ არ გამოუქვეყნებია კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებს ამ ჯგუფში ვაქცინაციის წახალისებას.

სტრატეგიის შემუშავებამდე საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები აძლევენ.