ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილება

ჩინური „სინოფარმით“ აცრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა საღამოს 8 საათიდან შეეძლებათ. საუბარია 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ მოქალაქეზე. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ვაქცინას, რომელსაც მკაცრი მარეგულირებლების ავტორიზაცია აქვს, 79 % -იანი ეფექტურობა ახასიათებს, ლეტალობისგან კი 100 პროცენტიანი დაცვა აქვს. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში 4 მაისიდან დაიწყება და ორჯერადად, 50 ათასი ადამიანის აცრა გახდება შესაძლებელი.

მოამბე