ვაქცინაციის პროცესი სატყეო სააგენტოში

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს სატყეო სააგენტოში.

სოფელ რუხის, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის 18 მეტყევე აიცრა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის განცხადებით, პანდემიის დამარცხების გზა სწორედ ვაქცინაციაზე გადის.