ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 

ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა იზრდება.

საქართველოში „ფაიზერის“ პირველი პარტიის ჩამოსვლიდან მეორე დღეს ამ პრეპარატით აცრა ამ წუთის მონაცემებით 10 000-ზე მეტ მოქალაქეს სურს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ „ასტრაზენეკასთან“ შედარებით ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერზე“ მოთხოვნა გაცილებით მაღალია. ბრიტანულ-შვედურიასტრაზენეკათი“ დღეში გეგმიური 3 000-ის ნაცვლად, საშუალოდ 100 ადამიანი იცრება. „ფაიზერის“ ვაქცინით ასაცრელად შექმნილ რეგისტრაციის პორტალზე ამ მომენტისთვის თბილისის კლინიკებში ადგილები უკვე შევსებულია. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია რეგიონებშიც.

კორონავირუსით ინფიცირებულთა ბოლო დღეების მაჩვენებლებიდან და პირბადის ტარების შემცირებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო პანდემიის მესამე ტალღის პირველ ნიშნებზე საუბრობს.