ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „თბილისის ზღვის პლაზაში“ გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად დაცვის პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები აიცრნენ. ადგილზე ხელმისაწვდომია „ფაიზერის“, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინის გაკეთება. ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 70%-მდე უკვე აცრილია, მათ შორის უმეტესობა სრულად ვაქცინირებულია.