ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო მოსამსახურეების აცრა. იმუნიზაციისთვის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დამატებითი ლოკაციები შეიქმნა. კრწანისის ლაზარეთის შენობაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები იცრებიან. თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს სამხედრო მოსამსახურეებისთვის.

პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისშიც.