ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ პირველადი ვაქცინაცია ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და 485 პირს, ასევე, სურვილის მიხედვით თანამშრომელთა ოჯახის წევრებს ჩაუტარდა.

საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში, ამისთვის სპეციალურად 9 კაბინეტია გახსნილი, სადაც მოქალაქეები ყველა რეგულაციისა და წესის დაიცვით იცრებიან. მასობრივი ვაქცინაციის პროცესში დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. დღესვე, ჩხობაძის კლინიკაში, ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი, ირინა ლომინაძე კამერების წინ საჯაროდ აიცრა.