ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია, დიდი ალბათობით მომავალ კვირაში დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  განაცხადა. მანამდე კი, ქვეყანაში აქციურად მიმდინარეობს „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაცია.  დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ტურისტული ინდუსტრიის 20-მდე წარმომადგენელი აიცრნენ. მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთეს. დღეიდან კოორდინირებულად დაიწყება დასაქმებული პერსონალის ვაქცინაცია ტურისტულ ობიექტებზე.

ნათია თურნავას განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რათა სწრაფად აღდგეს ეკონომიკა და ტურიზმი.

მოამბე

დატოვე კომენტარი