ვაქცინაციის პროცესი საქართველოს რეგიონებში

საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის“-  ამ სახელწოდების მარათონი დაიწყო ლანჩხუთში. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ეკატერინე გუჯაბიძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა. პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.