ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში

ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს ფოთში, ცენტრალურ საავადმყოფო „ბომონდში“. აცრა კეთდება „ფაიზერის“, „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ასტრაზენეკასვაქცინებით. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ დღეს ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე ნიკოლოზ იზორია და ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის სამსახურის თანამშრომლები, ასევე ამ სექტორში დასაქმებული პირები.

დატოვე კომენტარი