ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში

მსოფლიოსთვის  ახალ წელს მთავარი გლობალური გამოწვევა პანდემიის დამარცხებაა, რისთვისაც აუცილებელი პირობა ვაქცინაციაა. ამ ეტაპზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ლიდერი ისრაელია, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. თუმცა, სხვა ქვეყნებში ეს პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობს. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს ჩინეთში, სადაც მოქალაქეებს ადგილობრივი წარმოების კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინას უკეთებენ.