ვაქცინაციის პროცესი მცხეთაში

მცხეთაში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა.

პირველი აცრის მსურველი ორსული ქალბატონი იყო, რომელიც ვაქცინაციის მისაღებად თბილისიდან ჩავიდა. ვაქცინაციის მსურველი ნებისმიერი მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე შეძლებს მომსახურების მიღებას მცხეთის კულტურის სახლის სპორტულ სივრცეში. ცენტრში ხუთი ასაცრელი სივრცე ფუნქციონირებს, ამასთან აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა გართულების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება იქნას მიღებული. ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 10-დან 6 სთ-მდე, შესვენების გარეშე. ცენტრში ამ ეტაპზე მხოლოდ „ფაიზერითვაქცინაციაა შესაძლებელი.