ვაქცინაციის პროცესი გარდაბნის მუნიციპალიტეტში

18:06, 03.08.2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის „ჯეო ჰოსპიტალსში“ „კოვიდ-19“-ის მასობრივი ვაქცინაცია ტარდება.

ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან, მათ შორის პედაგოგები და საჯარო მოხელეები. დღეს, იმუნიზაციის პროცესში დამატებით 250-ზე მეტი პირი ჩაერთო. ამ დრომდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის „ჯეო ჰოსპიტალსში“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 2000-ზე მეტი პირი უკვე ვაქცინირებულია.

მსგავსი