ვაქცინაციის პროცესი და მასშტაბური კვლევა

შეფერხება ვაქცინაციის პროცესში.

დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულმა მოქალაქეებმა, წინასწარ შეთანხმებულ დროს, „ასტრაზენეკას“ პრეპარატით ვაქცინაცია ვერ ჩაიტარეს. მიზეზი, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელმაც საქართველოსთვის დამატებითი დოზების მოწოდება დააგვიანა. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში მსგავსი პრობლემა ისევ შეიქმნას, თუმცა დედაქალაქში მარაგს რეგიონებში არსებული ვაქცინებით შეავსებენ. იმუნიზაციის პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ორთვიან კვლევას იწყებს, რომელმაც უნდა დაადგინოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები. სწორედ ქვეყნის იმუნური ფენის მოკვლევის საბოლოო შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორ და რა ფორმით გაგრძელდება ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები.

დატოვე კომენტარი