ვაქცინაციის პროცესი და ეპიდემიოლოგიური ვითარება

ეპიდემიოლოგიური მონაცემები დღითიდღე უმჯობესდება. ინფიცირებულთა დღევანდელი რაოდენობა გუშინდელთან შედარებით კიდევ თითქმის 1 000-ით შემცირდა. ოდნავ იკლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა. დაკვირვება აჩვენებს, რომ ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი იკლებს. არ არის გამორიცხული, რომ იმუნიზაციის სახელმწიფო გეგმაში ცვლილებები შევიდეს. თუმცა, ჯერ უცნობია, გახდება თუ არა ლეტალობის მხრივ ყველაზე სარისკო, ანუ 60 წელს ზემოთ ჯგუფისთვის აცრა სავალდებულო. პიკის გადავლის ფონზე, ჰოსპიტალური სექტორი შედარებით განიტვირთა -1 500-ზე მეტი საწოლი თავისუფალია.